ავტორიზაცია

პოჩეტინოს ფეხბურთელებიც აუჯანყდნენ – არგენტინელის პარიზული დღეები დათვლილია

პოჩეტინოს ფეხბურთელებიც აუჯანყდნენ – არგენტინელის პარიზული დღეები დათვლილია
თარიღი 16 აპრ 2022, 19:40

"პარი სენ ჟერმენის" ფეხბურთელები გუნდის მთავარ მწვრთნელ მაურისიო პოჩეტინოთი იმედგაცრუებულები არიან.

პარიზელთა მოთამაშეები ფიქრობენ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე "რეალთან" (1:3) გამართულ მატჩში არგენტინელი სპეციალისტის ქმედებები ზედმეტად პასიური იყო.

აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, ადრიან გრენიე ავრცელებს, Le Parisien-ზე დაყრდნობით.

როგორც იწერება, საერთო ჯამში, პოჩეტინომ თავისი მუშაობით ვერც "პსჟ"-ს ხელმძღვანელობის მოხიბვლა მოახერხა.

თავად მაურისიო კლუბში თავს არაკომფორტულად გრძნობს და პრემიერ ლიგაში დაბრუნებაზე ოცნებობს, სადაც თავის დროზე "ტოტენჰემში" მუშაობდა.