ავტორიზაცია

პოჩეტინო მესის, მბაპესა და ნეიმარის შესახებ: "თავიდანვე ვამბობდი, რომ დრო იყო საჭირო, მაგრამ არავინ მისმენდა"

პოჩეტინო მესის, მბაპესა და ნეიმარის შესახებ: "თავიდანვე ვამბობდი, რომ დრო იყო საჭირო, მაგრამ არავინ მისმენდა"
თარიღი 11 აპრ 2022, 12:34

"პსჟ"-ს მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ ლიონელ მესის, კილიან მბაპესა და ნეიმარის შესახებ ისაუბრა.

ლიგა 1-ის გასულ ტურში ფრანგმა და ბრაზილიელმა ჰეთ-თრიქები შეასრულეს, არგენტინელმა კი სამი შედეგიანი პასი გააკეთა.

"პრობლემა იმაშია, რომ ბევრი არ ისმენს ნათქვამს. სეზონის დასაწყისიდანვე ვამბობდი, დრო სჭირდება კავშირების შექმნას, ამ ქიმიას. არა მხოლოდ მოედანზე, გასახდელშიც".

"გარემოებები კარგადაა ცნობილი: სეზონი ევროსა და კოპა ამერიკის შემდეგ დაიწყო, შემდეგ ჩვენი ფეხბურთელები ყოველთვიურად ორ კვირას აცდენდნენ. სეზონის გადამწყვეტ მომენტებში დაგვაკლდნენ".

"უახლოეს კვირებში ბევრი სამუშაო გვაქვს. მდგომარეობა უმჯობესდება. თავს არ ვიმართლებ და ამ მოლოდინებს გაგებით ვეკიდები, მაგრამ გარემოებები ნამდვილად ძალიან რთული იყო", - ციტირებს არგენტინელი სპეციალისტის სიტყვებს GFFN-ი.