ავტორიზაცია

პსჟ-სთვის ნომერ პირველი კანდიდატი ზიდანია, რომელიც უპირატესობას სხვა გუნდს ანიჭებს

პსჟ-სთვის ნომერ პირველი კანდიდატი ზიდანია, რომელიც უპირატესობას სხვა გუნდს ანიჭებს
თარიღი 16 აპრ 2022, 20:56

"პსჟ"-ს ხელმძღვანელობა გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ზინედინ ზიდანის დანიშვნას გეგმავს.

"რეალის" ყოფილი თავკაცი პარიზელთათვის კვლავ ნომერ პირველი კანდიდატია.

როგორც ცნობილი ჟურნალისტი, ადრიენ გრენიე წერს, 49 წლის ფრანგი სპეციალისტი "პსჟ"-ს ხელმძღვანელობას უკვე შეხვდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ზიდანი პარიზელთა წინადადებას განიხილავს, მაგრამ საფრანგეთის ნაკრების გაწვრთნა ურჩევნია.

მოგეხსენებათ, ზიზუმ "რეალი" 2021 წლის მაისში დატოვა და მას შემდეგ უმუშევარია.