ავტორიზაცია

იმობილე: "უსაფუძვლო სიბრაზეს არ ვეგუები, ზოგი ადამიანი ფეხბურთელების გაკრიტიკებით სიამოვნებას იღებს"

იმობილე: "უსაფუძვლო სიბრაზეს არ ვეგუები, ზოგი ადამიანი ფეხბურთელების გაკრიტიკებით სიამოვნებას იღებს"
თარიღი 17 აპრ 2022, 11:57

"ლაციოსა" და იტალიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი, ჩირო იმობილე გულშემატკივრების მხრიდან არსებულ კრიტიკას გამოეხმაურა.

აქამდე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 32 წლის იტალიელმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფლეი ოფის ნახევარფინალში ჩრდილოეთ მაკედონიასთან (0:1) მარცხის შემდეგ შესაძლოა სანაკრებო კარიერა დაასრულოს.

"როგორც უკვე ვთქვი, კრიტიკა ფეხბურთის ნაწილია, ამას ვეგუები. რასაც არ ვეგუები, ეს უსაფუძვლო სიბრაზეა. ვეთანხმები დამსახურებულ ქებასა და კრიტიკას, მაგრამ ზოგიერთი ადამიანი მოთამაშეთა გაკრიტიკებით სიამოვნებას იღებს".

სანაკრებო კარიერის დასრულებაზე

"არ ვიცი, გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია", - განუცხადა იმობილემ DAZN-ს.