ყველაფერი რამდენიმე დღეში გაირკვევა – გადავა თუ არა ლევანდოვსკი ბარსაში?
"ბაიერნის" თავდამსხმელის, რობერტ ლევანდოვსკის "ბარსელონაში" შესაძლო გადასვლაზე საბოლოო გადაწყვეტილებას მალე მიიღებენ.
უახლოეს დღეებში პოლონელის წარმომადგენლები "ბაიერნის" ხელმძღვანელობას შეხვდებიან და გაირკვევა, გაახანგრძლივებს თუ არა 33 წლის ფორვარდი კონტრაქტს მიუნხენურ გრანდთან, სადაც 2014 წლიდან თამაშობს.
იმ შემთხვევაში, თუ ეს არ მოხდება, "ბარსელონა" ლევანდოვსკის 3-წლიან კონტრაქტს შესთავაზებს, რომელსაც თავად ფეხბურთელი ითხოვს, წერს ცნობილი ესპანური გამოცემა Diario Sport-ი.
"ბარსაც" და რობერტიც დარწმუნებულები არიან, რომ მათი თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება. ახლა ყველაფერი "ბაიერნზეა" დამოკიდებული - აქამდე, "რეკორდმაისტერი" ლევანდოვსკის მხოლოდ ერთწლიან ხელშეკრულებას ჰპირდებოდა.
"ბარსელონა" ამ სიტუაციაში სიჩქარეს არ აპირებს. კლუბის პრიორიტეტი კვლავ "დორტმუნდის" თავდამსხმელი, ერლინგ ჰოლანდია, მაგრამ უკვე ცნობილია, რომ ეს გარიგება პრაქტიკულად შეუძლებელია. "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ხელმძღვანელობა შეტევის ხაზის გაძლიერების სხვა ვარიანტებზეც მუშაობს.
რამდენიმე დღეში "ბარსა" გამოაცხადებს, შესაძლებელია თუ არა ლევანდოვსკის ტრანსფერი. კატალონიურმა გრანდმა მოლოდინის რეჟიმშია.
მიმდინარე სეზონში პოლონელმა სუპერვარსკვლავმა "ბაიერნის" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 41 მატჩი ჩაატარა და 47 გოლი გაიტანა.