დონარუმა: "შემიძლია ვთქვა, რომ ადაპტაცია გავიარე, პსჟ ჩემს მეორე სახლად იქცა"
"პარი სენ ჟერმენის" გოლკიპერმა, ჯანლუიჯი დონარუმამ პარიზულ კლუბში ადაპტაციის შესახებ ისაუბრა.
"ეს კლუბი ჩემთვის განსაკუთრებულია. ბრწყინვალე გუნდში ვარ და მისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთო. თითქმის წელიწადია აქ ვთამაშობ. შემიძლია ვთქვა, რომ ადაპტაცია გავიარე. "პსჟ" ჩემს მეორე სახლად იქცა", - ციტირებს დონარუმას სიტყვებს Calcio News 24.
მიმდინარე სეზონში 23 წლის იტალიელმა მეკარემ "პსჟ"-ს მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 21 მატჩი ჩაატარა და 19 გოლი გაუშვა.
შეგახსენებთ, დონარუმა პარიზელებს 2021 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. იქამდე ჯიჯი "მილანში" თამაშობდა. მეკარესა და ფრანგულ კლუბს შორის გაფორმებული კონტრაქტი 2026 წლამდეა გათვლილი.