ავტორიზაცია

მანჩესტერ იუნაიტედმა პოგბას შემცვლელს სერია ა-ში მიაგნო, თუმცა არსებობს ერთი პრობლემა

მანჩესტერ იუნაიტედმა პოგბას შემცვლელს სერია ა-ში მიაგნო, თუმცა არსებობს ერთი პრობლემა
თარიღი 17 აპრ 2022, 13:47

"მანჩესტერ იუნაიტედი" "ლაციოს" ნახევარმცველ სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩით ინტერესდება, რომელსაც პოლ პოგბას შემცვლელად განიხილავს, წერს Il Tempo.

გავრცელებული ინფორმაციით, 27 წლის სერბი ფეხბურთელი, დიდი ალბათობით, "ეშმაკუნებს" უარს შეუთვლის, თუ გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურის გარეშე დარჩება.

აქამდე იწერებოდა, რომ რომაულ კლუბს თავის ნახევარმცველში 80 მილიონი ევროს მიღება სურს. ამ თანხით "ლაციო" გუნდის მთავარი მწვრთნელის, მაურისიო სარის სასურველი ფეხბურთელების ყიდვას გეგმავს.

მილინკოვიჩ-სავიჩი "ლაციოს" 2015 წელს ბელგიური "გენკიდან" შეუერთდა და მისი კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.

Transfermarkt-ის ვერსიით, "არწივების" ერთ-ერთი ლიდერის ამჟამინდელი სატრანსფერო ღირებულება 70 მილიონს შეადგენს.

პსჟ-მ პოგბას წინადადებით მიმართა — ფრანგი თანახმაა, თუმცა უპირატესობას სხვა კლუბს ანიჭებს