ავტორიზაცია

რონალდინიო: "რაფინიას ყველაფერი აქვს ბარსელონაში წარმატების მისაღწევად"

რონალდინიო: "რაფინიას ყველაფერი აქვს ბარსელონაში წარმატების მისაღწევად"
თარიღი 18 აპრ 2022, 11:17

"ბარსელონას" ლეგენდარულმა თავდამსხმელმა, რონალდინიომ "ლიდს იუნაიტედის" გარემარბის, რაფინიას კატალონიაში შესაძლო გადმოსვლის შესახებ განცხადება გააკეთა:

"შემთხვევით, რაფინიაც ჩემი მშობლიური ქალაქიდან, პორტუ-ალეგრიდან არის, ჩვენ ერთი და იგივე უბნიდან ვართ. მე მამამისის კარგი მეგობარი ვარ და ამ ფეხბურთელს ბავშვობიდან ვიცნობ".

"დღეს რაფინია მუშაობს დეკუსთან, ის მისი აგენტია და ძალიან კარგად მუშაობს. ძალიან ნიჭიერი ბიჭია. რაფინიას არავის ვადარებ, არა, არა, შედარება არ არის. ყველას აქვს საკუთარი სათამაშო სტილი".

"რაფინიას აქვს ყველაფერი წარმატების მისაღწევად, სადაც არ უნდა იყოს. მომწონს მისი თამაშის ყურება", - განაცხადა ლეგენდარულმა ბრაზილიელმა თანამემამულის შესახებ.