ავტორიზაცია

ხავი: "დღეს ლა ლიგის მოგების შანსი პრაქტიკულად დავკარგეთ, რაც მაქსიმალურად ჩემი ბრალია"

ხავი: "დღეს ლა ლიგის მოგების შანსი პრაქტიკულად დავკარგეთ, რაც მაქსიმალურად ჩემი ბრალია"
თარიღი 19 Apr 2022, 11:46

„ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ხავი ერნანდესმა, „კადისთან" წაგება შეაფასა.

კატალონიური გუნდი სენსაციურად 0:1 დამარცხდა და ჩემპიონატის დასრულებამდე 6 ტურით ადრე, ლიდერ „რეალს" 15 ქულით ჩამორჩება, თუმცა ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

„დღეს ლა ლიგის მოგების შანსებს პრაქტიკულად დავემშვიდობეთ. ვფიქრობ, ეს მაქსიმალურად ჩემი პასუხისმგებლობაა.

გუნდმა უფრო მეტი სურვილი უნდა გამოიჩინოს, მეტად სჯეროდეს, მაგრამ წინსვლაა საჭირო. ტიტულისთვის ბრძოლა გვინდოდა, მაგრამ ამის გაკეთება ვერ მოვახერხეტ.

უნდა გავუმჯობესდეთ იმისთვის, რომ მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ვითამაშოთ. მნიშვნელოვანია საკუთარი მომენტების რეალიზება. დადგა დრო, თვითკრიტიკულები გავხდეთ.

ამ მატჩის მოგება იყო საჭირო, ჩვენ კი დავმარცხდით." - აღნიშნა ხავიმ.