ავტორიზაცია

რამდენმატჩიანი წაუგებელი სერია შეუწყვიტა ბარსელონას კადისმა ლა ლიგაში?

რამდენმატჩიანი წაუგებელი სერია შეუწყვიტა ბარსელონას კადისმა ლა ლიგაში?
თარიღი 19 Apr 2022, 11:48

კატალონიის „ბარსელონა" ლა ლიგის 32-ე ტურში შინ „კადისთან" დამარცხდა.

ეს მარცხი ლა ლიგაში „ბარსელონასთვის" 2022 წელს პირველი აღმოჩნდა - გუნდს აქამდე 15-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა .

უკანასკნელად, „ბლაუგრანა" პრიმერაში 4 დეკემბერს „ბეტისთან", ასევე „კამპ ნოუზე" დამარცხდა (0:1).

მას შემდეგ, გუნდმა ლა ლიგაში 11 მატჩი მოიგო და 4-ჯერ ფრე ითამაშა.