ოფიციალურად: ახალშობილი შვილის გარდაცვალების გამო, რონალდუ ლივერპულთან არ ითამაშებს
ახალშობილი შვილის გარდაცვალების გამო, კრიშტიანუ რონალდუ „ლივერპულთან" დღეს გასამარათ შეხვედრას გამოტოვებს.
„ოჯახი პირველ ადგილზე დგას და რონალდუ ამ რთულ პერიოდში თავისი ახლობლების გვერდში დგას.
შესაბამისად ვადასტურებთ, რომ ის დღეს საღამოს „ენფილდზე" ვერ ითამაშებს. ხაზს ვუსვამთ, ოჯახმა სრული კონფიდენციალურობის შესახებ გვთხოვა." - ნათქვამია „მან იუნაიტედის" განცხადებაში.
ოქტომბერში რონალდუმ და მისმა მეწყვილემ, ჯორჯინა როდრიგესმა დაადასტურეს, რომ ტყუპებს ელოდებიან. გუშინ, რონალდუმ სოც.ქსელში გამოაცხადა, რომ ბიჭი გარდაიცვალა, გოგო კი, საბედნიეროდ, ცოცხალია. მეტი დეტალი ჯერჯერობით უცნობია.