ავტორიზაცია

პოჩეტინო: "მინდა თუ არა პსჟ-ში დარჩენა? აქ საქმე სურვილში კი არა, შეთანხმებაშია"

პოჩეტინო: "მინდა თუ არა პსჟ-ში დარჩენა? აქ საქმე სურვილში კი არა, შეთანხმებაშია"
თარიღი 19 აპრ 2022, 17:32

„პსჟ-ს" მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ საკუთარ მომავალზე ისაუბრა.

„მინდა თუ არა აქ დარჩენა? „პსჟ-სთან" კონტრაქტი კიდევ ერთი წლით მაკავშირებს. შესაბამისად ლოგიკურია, რომ აქ საქმე სურვილში კი არა, შეთანხმებაშია.

მოლოდინი და განწყობა მაქვს ისეთი, რომ ყოველთვის საუკეთესოობისთვის ვისწრაფოდე. შესაბამისად, რევანშის აღების სურვილი ნამდვილად გაგვაჩნია.

ამ კლუბის ერთ-ერთი მთავარი მიზანი - ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. ძალიან იმედგაცრუებულები ვართ იმით, რომ ეს ვერ მოვახერხეთ, თუმცა ჩემპიონთა ლიგის ყოველდღე მოგება შეუძლებელია.

თუმცა, სეზონი ჯერ არ დასრულებულა, ჯერ არც ჩემპიონატი მოგვიგია და ამ ამოცანაზე ვიქნებით კონცენტრირებულები. როცა ეს მოხდება, კლუბის მომავალზეც ამის შემდეგ დავილაპარაკოთ." - აღნიშნა პოჩეტინომ.