ავტორიზაცია

პარი სენ-ჟერმენში არგენტინული წმენდა იგეგმება, რომელსაც მხოლოდ ერთი გადაურჩება

პარი სენ-ჟერმენში არგენტინული წმენდა იგეგმება, რომელსაც მხოლოდ ერთი გადაურჩება
თარიღი 19 აპრ 2022, 16:01

ზაფხულში „პსჟ" ლეო მესის გარდა ყველა არგენტინელთან განშორებას აპირებს.

L'Equipe-ს ინფორმაციით, პარიზელებმა მაურო იკარდის და ლეანდრო პარედესს ზაფხულში კლუბის შეცვლა შესთავაზეს. ვინგერი ანხელ დი მარია კი, გუნდიდან კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, თავისუფალი აგენტის სტატუსით წავა.

შესაბამისად, „პსჟ-ში" მხოლოდ ერთი არგენტინელი, ლეო მესი დარჩება, რომელიც გუნდის სამომავლო გეგმებში კვლავაც შედის.

დი მარია „პსჟ-ში" 2015 წლის აგვისტოში „მან იუნაიტედიდან" გადავიდა და საფრანგეთში 17 ტიტულის მოგება შეძლო. იკარდი და პარედესი კი გუნდში „ინტერიდან" და „ზენიტიდან" 2019 წელს მოვიდნენ.