ავტორიზაცია

"მინდა, რომ მბაპე პსჟ-ში დარჩეს", - ჰაკიმი

"მინდა, რომ მბაპე პსჟ-ში დარჩეს", - ჰაკიმი
თარიღი 18 აპრ 2022, 10:51

"პსჟ"-ს მარჯვენა მცველმა, და მადრიდის "რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა, აშრაფ ჰაკიმიმ Telefoot-თან ინტერვიუში ისაუბრა პარიზული კლუბისთვის ყველაზე მწვავე თემაზე: კილიან მბაპეს მადრიდის "რეალში" გადასვლაზე:

"მბაპე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და ჩემი მეგობარია. მე მინდა, რომ ის პარიზში დარჩეს, მან ეს იცის, მაგრამ მბაპე თავად გადაწყვეტს, რა არის საუკეთესო მისი კარიერისთვის".

"მე მას მხარს დავუჭერ. მბაპესთან ჩემი მეგობრობა სპონტანური იყო, კლუბში ჩემი პირველი დღიდან დაიწყო, ჩვენ თანატოლები ვართ, მსგავსი ინტერესები გვაქვს. ორი ბავშვივით ვართ".

"ყველაფერი ძალიან ბუნებრივად გამოვიდა", - განაცხადა ჰაკიმიმ. შეგახსენებთ, რომ ფრანგი თავდამსხმელის სახელს საკმაოდ აქტიურად სწორედ "რეალს" უკავშირებენ.