ავტორიზაცია

"ჩვენი ურთიერთობა ისე განვითარდა, როგორც საჭირო იყო", - პოჩეტინომ მბაპეს შესახებ ისაუბრა

"ჩვენი ურთიერთობა ისე განვითარდა, როგორც საჭირო იყო", - პოჩეტინომ მბაპეს შესახებ ისაუბრა
თარიღი 16 აპრ 2022, 21:29

"პარი სენ ჟერმენის" მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ გუნდის თავდამსხმელის, კილიან მბაპეს შესახებ ისაუბრა.

"მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, დანარჩენი ფეხბურთელების მსგავსად. დროთა განმავლობაში ჩვენი ურთიერთობა ისე განვითარდა, როგორც საჭირო იყო".

"ვხედავთ, როგორ ვითარდება და ეს გვიხარია. ძალიან მოკრძალებულია და სურს, რომ დღითიდღე უკეთესი გახდეს", - ციტირებს არგენტინელი სპეციალისტის სიტყვებს RMC Sport-ი.

შეგახსენებთ, 23 წლის ფრანგ სუპერვარსკვლავს პარიზელებთან მოქმედი კონტრაქტის ვადა მომავალ ზაფხულს ეწურება და შესაძლოა, საფრანგეთის დედაქალაქი უფასოდ დატოვოს.

მიმდინარე სეზონში მბაპემ, რომლის გადაბირების მთავარი პრეტენდენტიც მადრიდის "რეალია", ყველა ტურნირზე ერთად 39 მატჩი ჩაატარა, 31 გოლი გაიტანა და 22 შედეგიანი პასი გააკეთა.