ავტორიზაცია

ერთი კანდიდატი უკვე გამოირიცხა — მანჩესტერი ზაფხულში ცენტრალური მცველის ყიდვას გეგმავს

ერთი კანდიდატი უკვე გამოირიცხა — მანჩესტერი ზაფხულში ცენტრალური მცველის ყიდვას გეგმავს
თარიღი 19 აპრ 2022, 18:52

"მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე უკანა ხაზის გაძლიერება სურს.

მანიკუნიანელები მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ახალი ცენტრალური მცველის ყიდვას აპირებენ, წერს Manchester Evening News.

"ეშმაკუნებმა" წინასწარი მოლაპარაკებები გამართეს ანტონიო რუდიგერის აგენტთან, თუმცა ეს ტრანსფერი ნაკლებად სავარაუდოა.

გერმანელ ფეხბურთელს "ჩელსისთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა ეწურება და იმ გუნდში გადასვლის ვარიანტს განიხილავს, რომელსაც მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე თამაში გარანტირებული აქვს.

მოგეხსენებათ, ამ დროისთვის, "ემიუ" პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში 54 ქულით მე-5 ადგილს იკავებს.