ავტორიზაცია

3 ტოპ ფეხბურთელი, რომელიც ზაფხულში შესაძლოა ლიონში დაბრუნდეს

3 ტოპ ფეხბურთელი, რომელიც ზაფხულში შესაძლოა ლიონში დაბრუნდეს
თარიღი 19 აპრ 2022, 19:17

კატალონიის "ბარსელონას" ცენტრალური მცველი, სამუელ უმტიტი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შესაძლოა "ლიონში" დაბრუნდეს.

მოგეხსენებათ, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ფრანგ უკანახაზელს, რომელმაც ტრავმირებულ ფეხზე ოპერაცია გაიკეთა, დეკემბრის შემდეგ არ უთამაშია.

სამუელი გუნდის მთავარი მწვრთნელის, ხავის გეგმებში არ შედის, კლუბის ხელმძღვანელობამ კი მისი გაყიდვა არაერთხელ სცადა.

იანვარში უმტიტიმ "ბარსასთან" კონტრაქტი 2026 წლამდე გაახანგრძლივა და ხელფასი შეიმცირა, რთულ ფინანსურ მდგომარეობაში მყოფი კლუბის დასახმარებლად. თუმცა, ამით არაფერი შეცვლილა - "ბარსას" კვლავ სურს მისი გაშვება.

უმტიტი შესაძლოა "ლიონში" დაბრუნდეს, სადაც კატალონიაში" გადაბარგებამდე ასპარეზობდა.

აღსანიშნავია, რომ ფრანგული კლუბი ალექსანდრ ლაკაზეტისა ("არსენალი") და კორანტენ ტოლისოს ("ბაიერნი") დაბრუნებაზეც ფიქრობს, რომელთაც თავიანთ გუნდებთან მოქმედი ხელშეკრულება ზაფხულში ეწურებათ.