ავტორიზაცია

"რაც კლუბს უნდა, ის სურს მასაც", - ბარსელონას დირექტორი დემბელეს მომავალზე ალაპრაკდა

"რაც კლუბს უნდა, ის სურს მასაც", - ბარსელონას დირექტორი დემბელეს მომავალზე ალაპრაკდა
თარიღი 19 Apr 2022, 21:18

"ბარსელონას" დირექტორთა საბჭოს წევრმა, ხორდი კრუიფმა კატალონიური გრანდის გარემარბის, უსმან დემბელეს მომავალზე ისაუბრა.

ლეგენდარული იოჰან კრუიფის შვილის განცხადებით, "ლურჯ-ბროწეულისფრებს" 24 წლის ფრანგის შენარჩუნება სურთ.

"დემბელე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, რომელსაც მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლია. ამაში უკვე დავრწმუნდით".

"სწორედ მისნაირი მოთამაშეები გვჭირდება, ასეთ ფეხბურთელებს ვეძებთ. გვინდა, რომ დარჩეს და თავადაც ეს უნდა".

"ვნახოთ, მოხერხდება თუ არა შეთანხმება", - ციტირებს სპორტულ საკითხებში "ბარსელონას" პრეზიდენტის მრჩევლის სიტყვებს RMC Sport-ი.