ავტორიზაცია

რისი ეშინოდა ფერგიუსონს 2015 წელს, როდესაც კლოპი ლივერპულში ინიშნებოდა?

რისი ეშინოდა ფერგიუსონს 2015 წელს, როდესაც კლოპი ლივერპულში ინიშნებოდა?
თარიღი 20 აპრ 2022, 12:54

ჯერ კიდევ 2016 წელს, სერ ალექს ფერგიუსონმა შეაქო იურგენ კლოპი, რომელიც ინიშნებოდა "ლივერპულში" და ასევე ის საუბრობდა "მანჩესტერ იუნაიტედთან" დაკავშირებით მის სერიოზულ შეშფოთებაზე.

"შეიძლება მოხდეს, რომ დიდმა კლუბებმა წააგონ. ორი ათწლეულის მანძილზე "ლივერპული" ცვლიდა მენეჯერებს საკუთარი იდენტობის შექმნის გარეშე. ახლა შეგიძლიათ ნამდვილად იგრძნოთ, რომ ამ გუნდს შეცვა შეუძლია".

"თქვენ ხედავთ კლოპის თავდადებას საწვრთნელ ხაზზე, დარწმუნებული ვარ, რომ მისი მუშაობა ვარჯიშებზეც მსგავსია. ის ძლიერი პიროვნებაა. ეს აბსოლუტურად აუცილებელია დიდ კლუბში".

"მე ვნერვიულობ მასზე, რადგან ერთადერთი, რაც "იუნაიტედს" არ სურს, არის "ლივერპულის" მოგება", - აცხადებდა ლეგენდარული შოტლანდიელი ყოფილი მთავარი მწვრთნელი.