ავტორიზაცია

VIDEO: ფინალში დიდი მატჩი გველის! იუვენტუსმა ფიორენტინას ბარიერი უპრობლემოდ გაიარა

თარიღი 21 აპრ 2022, 01:08

იტალიის თასის საპასუხო ნახევარფინალში „იუვენტუსმა“ „ფიორენტინა“ დაამარცხა.

„ალიანც სტედიუმზე“ გამართული შეხვედრა 2:0 დასრულდა და „იუვენტუსმა“ ორი მატჩის ჯამში 3:0 იმარჯვა, რის შედეგადაც ფინალში გავიდა.

„ბებერი სინიორას“ რიგებში გოლები ფედერიკო ბერნარდესკიმ და დანილომ გაიტანეს.

გადამწყვეტ შეხვედრაში ალეგრის გუნდი „ინტერს“ დაუპირისპირდება, რომელმაც ორი მატჩის ჯამში იგივე ანგარიშით (3:0) „მილანს“ მოუგო.