ავტორიზაცია

ალეგრი იტალიის თასის ფინალში გასვლის შემდეგ: "იუვენტუსს მეორე გოლი უფრო ადრე უნდა გაეტანა"

ალეგრი იტალიის თასის ფინალში გასვლის შემდეგ: "იუვენტუსს მეორე გოლი უფრო ადრე უნდა გაეტანა"
თარიღი 21 აპრ 2022, 10:49

"იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ ტურინული გუნდის იტალიის თასის ფინალში გასვლაზე კომენტარი გააკეთა.

მოგეხსენებათ, "ბებერმა ქალბატონმა" საპასუხო 1/2 ფინალურ შეხვედრაში "ფიორენტინა" (2:0, პირველი მატჩი - 1:0) დაამარცხა.

"ნახევარმცველებმა შესანიშნავად იმუშავეს. რაბიო ნამდვილად უკეთესად ამწვავებს თამაშს, პლიუს ამას შესანიშნავი მომენტი ჰქონდა, გაუქმებული გოლით".

"ბიჭებს უნდა მივულოცოთ - ამ სეზონის მიზანი ფინალში გასვლა იყო. "ბოლონიასთან" ფრის შემდეგ, როცა არაერთი მომენტი გავანიავეთ, რამდენიმე მძიმე დღე გვქონდა".

"ფიორენტინა" კომბინაციური გუნდია და სწრაფ თამაშში სახიფათოა, თუ შეტევის შესაძლებლობას მისცემ, მაგრამ თავს კარგად ვიცავდით და თავისუფალ სივრცეებს ვპოულობდით. მეორე გოლი უფრო ადრე უნდა გაგვეტანა, თუმცა კონტრშეტევების დროს გადაცემებში შეცდომებს ვუშვებდით".

"ეს არის ფეხბურთი: გავუძელით და გავიმარჯვეთ. ყველამ, ვინც მინდორზე შეცვლაზე შევიდა, ძალიან კარგად ითამაშა. გუნდური სულისკვეთება ვაჩვენეთ და ფინალში გავედით", - ციტირებს ალეგრის სიტყვებს Football Italia.