ავტორიზაცია

მაგუაირი: "მანჩესტერ იუნაიტედმა ჩემს სანაცვლოდ დიდი ფული გადაიხადა და ამიტომ მაკრიტიკებენ"

მაგუაირი: "მანჩესტერ იუნაიტედმა ჩემს სანაცვლოდ დიდი ფული გადაიხადა და ამიტომ მაკრიტიკებენ"
თარიღი 21 Apr 2022, 13:08

"მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალურმა მცველმა, ჰარი მაგუაირმა, რომელიც ამ სეზონში არადამაჯერებლად გამოიყურება, კრიტიკოსებს უპასუხა.

"ამ სეზონში რამდენიმე ცუდი თამაში მქონდა. მაგრამ ყველა მატჩი სასტარტოში არ დავიწყებდი, თითოეულ შეხვედრაში ცუდად ან არასაკმარისად კარგად რომ მეასპარეზა".

"არის მიზეზები, რომელთა გამოც ორივე მწვრთნელი ძირითადში მაყენებდა - იმისათვის, რასაც გუნდს, ძირითად შემადგენლობას ვაძლევ".

"მაგრამ მესმის, რომ ამ კლუბის კაპიტანი ვარ. ჩემში ბევრი ფული გადაიხადეს და როცა საქმე ცუდად მიდის, როცა ზედმეტად ბევრ გოლს ვუშვებთ, მაკრიტიკებენ", - განუცხადა მაგუაირმა Sky Sports-ს.

შეგახსენებთ, 29 წლის ინგლისელი "ეშმაკუნებმა" 2019 წლის აგვისტოში "ლესტერიდან" 87 მილიონ ევროდ იყიდეს.