"ერთი სამყარო, ერთი დიდი ოჯახი, მადლობა ენფილდ", - რონალდუმ ლივერპულის ქომაგებს მადლიერება გამოუთქვა

„მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევმა კრიშტიანუ რონალდუმ, „ლივერპულის" ქომაგებს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ ახალშობილი შვილის გარდაცვალების გამო, „ენფილდზე" მას მხარდაჭერა გამოუცხადეს.
მერსისაიდული გუნდის ქომაგებმა „მანჩესტერთან" მატჩის მე-7 წუთზე ფეხბურთელი აპლოდისმენტებით და სიმხერებით გაამხნევეს.
„ერთი სამყარო, ერთი სპორტი, ერთი დიდი ოჯახი. მადლობა, „ენფილდ."
მე და ცემი ოჯახი არასდროს არ დავივიწყებთ თქვენ მისაბაძ საქციელს და თანადგომას." - წერს სოც.ქსელში რონალდუ.