ავტორიზაცია

"ამ ახალი გამოწვევის უდიდესი მოლოდინი მაქვს", - ტენ ჰაგის პირველი კომენტარი იუნაიტედში დანიშვნის შემდეგ

"ამ ახალი გამოწვევის უდიდესი მოლოდინი მაქვს", - ტენ ჰაგის პირველი კომენტარი იუნაიტედში დანიშვნის შემდეგ
თარიღი 21 აპრ 2022, 17:11

ერიკ ტენ ჰაგმა „მანჩესტერ იუნაიტედში" დანიშვნის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

„აიაქსის" დამრიგებელი „იუნაიტედს" სეზონის დასრულების შემდეგ ჩაიბარებს.

„მან იუნაიტედში დანიშვნა დიდი პატივია - უდიდესი მოლოდინი მაქვს ამ ახალი გამოწვევის.

ამ უდიდესი კლუბის ისტორიას და გულშემატკივართა ვნებას კარგად ვიცნობ. დიდი სურვილი მაქვს ეს გუნდი განვავითარო, რომელსაც შეუძლია იმ წარმატების მიღწევა, რომელსაც იმსახურებს.

„აიაქსის" დატოვება ამდენი დიდებული წლის შემდეგ რთულია და მინდა გულშემატკივრებს სიტყვა მივცე, რომ „იუნაიტედში" წასვლამდე, ამ სეზონის საუკეთესოდ ჩამთავრებაზე ვარ კონცენტრირებული." - აღნიშნა ტენ ჰაგმა.