ავტორიზაცია

ემი მარტინესი, რომელსაც სერიოზული მსურველი გამოუჩნდა, შესაძლოა ტოპ კლუბში ვიხილოთ

ემი მარტინესი, რომელსაც სერიოზული მსურველი გამოუჩნდა, შესაძლოა ტოპ კლუბში ვიხილოთ
თარიღი 22 აპრ 2022, 11:16

არ არის გამორიცხული, ტურინის "იუვენტუსის" ხელმძღვანელობამ არგენტინის ეროვნული ნაკრების კარის დარაჯი შეიძინოს.

"ბებერი ქალბატონის" ინტერესთა სფეროში "ასტონ ვილას" გოლკიპერი, ემილიანო მარტინესია მოქცეული.

როგორც აღინიშნება, 29 წლის კიპერის ხელში ჩაგდებით პირადად "ბიანკონერის" მთავარი მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრია დაინტერესებული.

2020 წლის სექტემბერში მარტინესი "ასტონ ვილაში" "არსენალიდან" დაახლოებით 20 მილიონ ევროდ გადავიდა. მისი კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.

მიმდინარე სეზონში ემიმ ყველა ტურნირზე ერთად ბირმინგემელთა მაისურით 31 მატჩი ჩაატარა, 44 გოლი გაუშვა და კარი მშრალად 9-ჯერ შეინახა.