ავტორიზაცია

ბაიერნმა ლევანდოვსკის საწყისი ფასი დაასახელა — პოლონელის აგენტი ორ ტოპ კლუბს ელოდება

ბაიერნმა ლევანდოვსკის საწყისი ფასი დაასახელა — პოლონელის აგენტი ორ ტოპ კლუბს ელოდება
თარიღი 22 აპრ 2022, 11:40

"ბაიერნის" თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ კარიერა შესაძლოა ესპანეთის ან საფრანგეთის ჩემპიონატში გააგრძელოს.

მიმდინარე თვეში "რეკორდმაისტერი" 33 წლის სუპერვარსკვლავის აგენტ პინი ზაჰავისთან მოლაპარაკებებს გამართავს.

მიუნხენელები პოლონელის ამ ზაფხულს გაყიდვის ვარიანტს არ გამორიცხავენ, იტყობინება გავლენიანი გერმანული გამოცემა Sport Bild-ი.

გავრცელებული ინფორმაციით, "ბაიერნი" ლევანდოვსკის სანაცვლოდ მინიმუმ 40 მილიონ ევროს ითხოვს.

ზაჰავი დარწმუნებულია, რომ "ბარსელონასა" და "პსჟ"-ს ზემოთნახსენები თანხის გადახდა შეუძლიათ.

ამ სეზონში ლევანდოვსკიმ, რომელსაც მიუნხენურ გრანდთან მოქმედი კონტრაქტის ვადა 2023 წლის 30 ივნისს ეწურება, ყველა ტურნირზე ერთად 42 მატჩი ჩაატარა, 47 გოლი გაიტანა და 6 ასისტიც მიითვალა.