მანჩესტერ იუნაიტედი ზაფხულში ცენტრალური მცველის ყიდვას აპირებს და მორიგი კანდიდატი შეარჩია
"მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა "ვილიარეალის" ცენტრალურ მცველი პაუ ტორესისადმი იჩენს ინტერესს.
მანიკუნიანელებს ზაფხულში ახალი ცენტრბეკის შეძენა სურთ და "ყვითელი წყალქვეშა ნავის" ფეხბურთელი ერთ-ერთი კანდიდატია, წერს Manchester Evening News.
აღსანიშნავია, რომ "იუნაიტედი" 25 წლის ესპანელის ტრანსფერის შესაძლებლობას გასულ ზაფხულსაც განიხილავდა - მაშინ იგი რაფაელ ვარანის შემდეგ მეორე ვარიანტად მიიჩნეოდა.
თავის მხრივ, ტორესი მზად არის მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ წინადადებები განიხილოს. მისი კონტრაქტის გამოსასყიდი თანხა 60 მილიონ ევროს შეადგენს.
2021/22 წლების სეზონში პაუმ ყველა ტურნირზე ერთად "ვილიარეალის" მაისურით 40 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.