ავტორიზაცია

შელვი: "დროთა განმავლობაში ნიუკასლი მანჩესტერ სიტისა და პსჟ-ს დონეს მიაღწევს, უდიდესი კლუბი გახდება"

შელვი: "დროთა განმავლობაში ნიუკასლი მანჩესტერ სიტისა და პსჟ-ს დონეს მიაღწევს, უდიდესი კლუბი გახდება"
თარიღი 22 აპრ 2022, 12:40

"ნიუკასლის" ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ჯონჯო შელვიმ კლუბის დიდი ამბიციების შესახებ ისაუბრა.

მოგეხსენებათ, 7 ოქტომბერს, ინგლისური კლუბი საუდის არაბეთის ხელისუფლების სახელმწიფო საინვესტიციო ფონდმა (PIF – Public Investment Fund) 300 მილიონ ფუნტად იყიდა.

"დროთა განმავლობაში "ნიუკასლი" ძალიან დიდი კლუბი გახდება, "მანჩესტერ სიტის", "პსჟ"-ს დონის. ვფიქრობ, ამ დონემდე მივა".

"მაგრამ დროა საჭირო, გუნდის შენების პროცესი მოთმინებას მოითხოვს", - ციტირებს შელვის სიტყვებს Sky Sports-ი.

ამ დროისთვის, "კაჭკაჭები" პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში 32 მატჩში მოპოვებული 37 ქულით მე-14 ადგილს იკავებენ.