ავტორიზაცია

AS: რეალმა თვალი ნიუკასლის ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელს დაადგა

AS: რეალმა თვალი ნიუკასლის ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელს დაადგა
თარიღი 22 აპრ 2022, 13:50

"ნიუკასლის" ნახევარმცველი, ბრუნო გიმარაეში "რეალის" ინტერესთა სფეროში მოექცა, იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა AS-ი.

მოგეხსენებათ, 24 წლის ბრაზილიელი ინგლისურ კლუბში გასულ ზამთარს "ლიონიდან" 42 მილიონ ევროდ (+ 8 მლნ ბონუსების სახით) გადავიდა.

გავრცელებული ინფორმაციით, "რეალი", რომელიც ნახევარდაცვის ხაზის გაძლიერებას გეგმავს, ბრაზილიელში ერთ-ერთ პოტენციურ ახალწვეულს ხედავს.

გასულ ზაფხულს "სამეფო კლუბმა" ახალგაზრდა ნახევარმცველი, ედუარდო კამავინგა იყიდა, ახლა კი "მონაკოს" ჰავბეკ ორელიენ ტჩუამენის ასპარეზობასაც აკვირდება. კლუბის სიაშია გიმარაეშიც.

სამხრეთამერიკელმა ამ სეზონში პრემიერ ლიგაში "ნიუკასლის" მაისურით 12 მატჩის ჩატარება მოასწრო და 3 გოლი გაიტანა.