ავტორიზაცია

ცრუ განგაში აღმოჩნდა — მაგუაირს შეატყობინეს, რომ მის სახლში ბომბი იყო

ცრუ განგაში აღმოჩნდა — მაგუაირს შეატყობინეს, რომ მის სახლში ბომბი იყო
თარიღი 22 აპრ 2022, 14:28

"მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალურ მცველს, ჰარი მაგუაირს მის სახლში შესაძლო აფეთქების შესახებ აცნობეს, თუმცა პოლიციამ ბომბი ვერ იპოვა.

როგორც Sky Sports-ი წერს, როგორც ინგლისელ ფეხბურთელს შეატყობინეს, მის სახლში, სადაც საცოლესთან და ორ შვილთან ერთად ცხოვრობს, შეიძლებოდა აფეთქება მომხდარიყო. ფეხბურთელი ამ შეტყობინებას სერიოზულად მოეკიდა და ჩეშირის პოლიციას მიმართა.

პოლიციამ, მეძებარი ძაღლების დახმარებით, სახლი გაჩხრიკა, მაგრამ ვერაფერი აღმოაჩინა.

"ბოლო 24 საათის განმავლობაში ჰარიმ მიიღო შეტყობინება, რომ სახლს, სადაც ოჯახთან ერთად ცხოვრობს, სერიოზული საფრთხე ემუქრებოდა. მან ამის შესახებ პოლიციას ამცნო, რომელიც ამჟამად გამოძიებას ატარებს. ოჯახისა და ახლობლების უსაფრთხოება - ეს, ცხადია, ჰარის პრიორიტეტია".

"ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მატჩისთვის მზადებას, რომელიც უქმეებზე გაიმართება და ამ თემაზე კომენტარს არ გააკეთებს", - განაცხადა "ემიუს" კაპიტნის წარმომადგენელმა.

"არავის ევაკუაცია არ გამხდარა საჭირო, მაგრამ სიფრთხილის მიზნით, ხუშთაბათს, 21 აპრილს, მეძებარმა ძაღლებმა სახლი გაჩხრიეკს. შემოწმდა ბაღი და მიმდებარე ტერიტორიაც", - ციტირებს მაგუაირის სიტყვებს Sky Sports-ი.