"მალევე მტკიცე უარი შემომითვალა", - მაკრონმა დაასახელა კლუბი, სადაც მბაპეს ხილვას ისურვებდა
საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს სურს, რომ "პსჟ"-ს თავდამსხმელი, კილიან მბაპე პარიზულ კლუბში დარჩეს.
"სამწუხაროდ, კილიან მბაპეს "მარსელში" გადასვლის ვარიანტი არც კი განიხილება. ამისათვის მზად რომ იყოს, ვიბრძოლებდი, მაგრამ მალევე მტკიცე უარი მითხრა".
"მბაპეს საფრანგეთის ჩემპიონატში დარჩენისთვის უნდა ვიბრძოლოთ, რადგან წარმოუდგენელი ფეხბურთელია", - თქვა საფრანგეთის ნაკრების პრეზიდენტმა და "მარსელის" გულშემატკივარმა Quotidien-თან ინტერვიუში.
აღსანიშნავია, რომ პოლიტიკოსსა და 23 წლის ფეხბურთელს ურთიერთობა 2018 წელს ჩამოუყალიბდათ, როცა მბაპემ ელისეის სასახლეში მაკრონზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
შეგახსენებთ, კილიანს "პსჟ"-სთან მოქმედი კონტრაქტის ვადა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ეწურება და მისი ხელში ჩაგდების მთავარი პრეტენდენტი მადრიდის "რეალია".