კეილორ ნავასი: "მომავალ სეზონში დონარუმასთან ასეთ კონკურენციას არ შევეგუები, სიტუაცია უნდა შეიცვალოს"
"პარი სენ ჟერმენის" გოლკიპერს, კეილორ ნავასს პარიზულ კლუბში თავის მომავალზე ჰკითხეს და თქვა, რომ თითოეულ მატჩში სურს მონაწილეობის მიღება.
"სიტუაციის შესწავლაა საჭირო. ჯიჯოსთან (დონარუმა) კარგი ურთიერთობა მაქვს. მინდა, ყველა მატჩში ვითამაშო. თუ ვითარება არ შეიცვლება და ისეთივე დარჩება, როგორიც ამ წელს იყო, რთული იქნება, არ შევეგუები".
"სიტუაცია ან ერთი ან მეორე მხრივ უნდა შეიცვალოს", - თქვა ფრანგული კლუბის 35 წლის კარის დარაჯმა Canal+-თან ინტერვიუში.
მიმდინარე სეზონში ნავასმა პარიზელთა მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 23 მატჩი ჩაატარა, ხოლო 23 წლის დონარუმამ 22 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
შეგახსენებთ, კეილორი "პსჟ"-ს ღირსებას 2019 წლიდან იცავს და მისი მოქმედი კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი.