ავტორიზაცია

ახალი დეტალები — რა შემთხვევაში გადაწყვეტს ბაიერნი ლევანდოვსკის გაყიდვას?

ახალი დეტალები — რა შემთხვევაში გადაწყვეტს ბაიერნი ლევანდოვსკის გაყიდვას?
თარიღი 22 აპრ 2022, 15:15

"ბაიერნის" ხელმძღვანელობა გუნდის თავდამსხმელ რობერტ ლევანდოვსკისთან ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებებს მალე დაიწყებს.

როგორც გერმანულ მედიაში იწერება, მხარეები აღნიშნული საკითხის განხილვას მომავალ კვირაში შეუდგებიან.

გავრცელებული ინფორმაციით, 33 წლის პოლონელი და მისი აგენტი, პინი ზაჰავი ელიან, რომ ახალი ხელშეკრულება მინიმუმ 2-წლიანი იქნება.

ტომას მიულერისა და მანუელ ნოიერისგან განსხვავებით, ლევანდოვსკის სხვა ტოპ კლუბების წინადადებები უდევს მაგიდაზე, რაც მას მოლაპარაკებებში ხელსაყრელ პოზიციას აძლევს. სუპერვარსკვლავის სასარგებლოდ თამაშობს ის ფაქტიც, რომ ამჟამად ტოპ დონის ცენტრალური თავდამსხმელის პოვნა რთულია.

თუ მხარეები თანამშრომლობის გაგრძელებაზე ვერ შეთანხმდებიან, "ბაიერნი" მზად იქნება ფორვარდი მინიმუმ 40 მილიონ ევროდ გაყიდოს. ამ დროისთვის, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ ჩაივლის მოლაპარაკებები კლუბსა და ფეხბურთელს შორის.

ლევანდოვსკის კლუბთან მოქმედი კონტრაქტის ვადა 2023 წლის ზაფხულში ეწურება.

მიმდინარე სეზონში რობერტმა ყველა ტურნირზე ერთად "რეკორდმაისტერის" მაისურით 42 მატჩი ჩაატარა და 47 გოლი გაიტანა.