ავტორიზაცია

კიდევ 1-2 წელი ევროპა, შემდეგ კი სამხრეთ ამერიკაში — დი მარიას სერიოზული მსურველი ჰყავს

კიდევ 1-2 წელი ევროპა, შემდეგ კი სამხრეთ ამერიკაში — დი მარიას სერიოზული მსურველი ჰყავს
თარიღი 22 აპრ 2022, 15:50

"პარი სენ ჟერმენის" შემტევმა ნახევარმცველმა, ანხელ დი მარიამ პარიზიდან აბარგების შემდეგ კარიერა შესაძლოა იტალიაში გააგრძელოს.

როგორც ცნობილი ჟურნალისტი, ჯანლუკა დი მარციო წერს, "იუვენტუსი" მზადაა 34 წლის გარემარბი დაიმატოს, თავად არგენტინელი კი შესაძლოა მოკლევადიან კონტრაქტს (1-2 წლიანი) დათანხმდეს და მისი ამოწურვის შემდეგ სამხრეთ ამერიკას მიაშუროს.

დი მარიას ალტერნატივად "ბიანკონერი" "შახტარის" შემტევს, დევიდ ნერეშს მოიაზრებს. გარდა ამისა, ტურინელები დიდი ხანია ნიკოლო ძანიოლოთი ("რომა") ინტერესდებიან, თუმცა საეჭვოა, ეს უკანასკნელი ტრანსფერს დათანხმდეს, თანაც მისი ყიდვა საკმაოდ ძვირი დაჯდება.

მიმდინარე სეზონში დი მარიამ ყველა ტურნირზე ერთად "პსჟ"-ს მაისურით 26 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 7 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.