ავტორიზაცია

მბაპემ იმაზე 100 მლნ-ით მეტი მოითხოვა, ვიდრე თავიდან იყო შეთანხმებული, რეალის პასუხმა არ დააყოვნა

მბაპემ იმაზე 100 მლნ-ით მეტი მოითხოვა, ვიდრე თავიდან იყო შეთანხმებული, რეალის პასუხმა არ დააყოვნა
თარიღი 22 Apr 2022, 15:58

"რეალსა" და "პსჟ"-ს თავდამსხმელ კილიან მბაპეს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში ფინანსური სირთულეები შეიქმნა.

23 წლის ფრანგმა სუპერვარსკვლავმა მადრიდულ გრანდს კონტრაქტის მიხედვით იმაზე 100 მილიონი ევროთი მეტი მოსთხოვა, ვიდრე თავდაპირველად იყო შეთანხმებული.

აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი ესპანელი ჟურნალისტი, გილიემ ბალაგე ავრცელებს.

თავის მხრივ, "რეალმა" მბაპეს უარი შეუთვალა. როგორც იწერება, მადრიდელების უარი კილიანთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე "პსჟ"-ს შანსებს ზრდის.

მიმდინარე სეზონში ახალგაზრდა შემტევმა ყველა ტურნირზე ერთად პარიზელთა მაისურით 41 მატჩი ჩაატარა, 33 გოლი გაიტანა და 22 შედეგიანი პასი გააკეთა.