ავტორიზაცია

იმაზე 2-ჯერ მეტი, ვიდრე აიაქსში ჰქონდა — მანჩესტერში ტენ ჰაგის ხელფასის ოდენობა გაირკვა

იმაზე 2-ჯერ მეტი, ვიდრე აიაქსში ჰქონდა — მანჩესტერში ტენ ჰაგის ხელფასის ოდენობა გაირკვა
თარიღი 22 აპრ 2022, 16:04

მოგეხსენებათ, გუშინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ მომავალი სეზონიდან "მანჩესტერ იუნაიტედს" ერიკ ტენ ჰაგი გაწვრთნის.

ასე და ამგვარად, გავრცელებული ინფორმაციით, 52 წლის ჰოლანდიელი სპეციალისტი "ეშმაკუნების" რიგებში ათეულობით მილიონ ფუნტს გამოიმუშავებს.

როგორც ცნობილი ბრიტანული გაზეთი Daily Mail-ი წერს, მანიკუნიანელთა ახალი თავკაცის წლიური ანაზღაურება 9 მილიონი იქნება, რაც იმაზე ორჯერ მეტია, ვიდრე ამჟამად "აიაქსში" იღებს.

ტენ ჰაგი "მანჩესტერ იუნაიტედში" მუშაობას მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ შეუდგება. მისი კონტრაქტი 2025 წლის ივნისის ბოლომდეა გათვლილი, თანამშრომლობის კიდევ ერთი სეზონით გაგრძელების შესაძლებლობით.

ცნობისთვის, "ეშმაკუნებს" ამჟამად რალფ რანგნიკი უდგათ სათავეში, რომელიც დაკავებულ თანამდებობას ამ სეზონის ბოლოს დატოვებს.