ავტორიზაცია

ძველი სკოლა — მანჩესტერ იუნაიტედში ტენ ჰაგის ასისტენტები ცნობილია

ძველი სკოლა — მანჩესტერ იუნაიტედში ტენ ჰაგის ასისტენტები ცნობილია
თარიღი 22 აპრ 2022, 14:17

მოგეხსენებათ, უკვე ოფიციალური ინფორმაციით, მომავალი სეზონიდან "მანჩესტერ იუნაიტედს" ერიკ ტენ ჰაგი გაწვრთნის.

ჰოლანდიელმა სპეციალისტმა, რომელიც "ეშმაკუნების" რიგებში მუშაობას სეზონის დასრულების შემდეგ დაიწყებს, ხელმძღვანელობას აცნობა, რომ მისი ერთ-ერთი ასისტენტი სტივ მაკლარენი იქნება.

გარდა 60 წლის ინგლისელისა, ტენ ჰაგის მეორე დამხმარედ მიტჩელ ვან დერ გაგი მოგვევლინება, ვისთან ერთადაც ამჟამად "აიაქსში" მუშაობს.

მაკლარენი 1999 წლიდან 2001 წლამდე "იუნაიტედში" ალექს ფერგიუსონის ასისტენტი გახლდათ. მოგვიანებით, მან "მიდლსბრო", "დერბი ქაუნთი" და სხვა კლუბები გაწვრთნა.

2008/09 წლების სეზონში მაკლარენის ხელმძღვანელობით "ტვენტემ" ჰოლანდიის ჩემპიონატი მოიგო. იმ პერიოდში მის შტაბში ტენ ჰაგი მუშაობდა.