ავტორიზაცია

"ლივერპულში დარჩენა? ამ კლუბს უკვე მივეცი ყველაფერი", - სალაჰი

"ლივერპულში დარჩენა? ამ კლუბს უკვე მივეცი ყველაფერი", - სალაჰი
თარიღი 22 აპრ 2022, 19:44

მოჰამედ სალაჰმა ისაუბრა თავისი მიმდინარე კონტრაქტის შესახებ მოლაპარაკებებზე ჟურნალ FourFourTwo-სთან მის ბოლო ინტერვიუში: "არ ვიცი, ერთი წელი დამრჩა".

ვფიქრობ, გულშემატკივრებმა იციან, რა მინდა. კონტრაქტი არ არის მხოლოდ ფული. ეს კლუბი ჩემთვის ბევრს ნიშნავს - აქ უფრო მეტად ვისიამოვნე ჩემი ფეხბურთით, ვიდრე სადმე სხვაგან".

"ყველაფერი მივეცი კლუბს. ეს ყველამ ნახა. აქ ბევრი წარმოუდგენელი მომენტი მქონდა, კლუბთან და ინდივიდუალურად ტიტულები მოვიგე, გოლები გავიტანე. "ლივერპული" ჩემთვის ოჯახივითაა".

"არ ვღელავ, საკუთარ თავს არაფერზე ფიქრის უფლებას არ ვაძლევ. სეზონი ჯერ არ დასრულებულა, ის მაქსიმალურად მაღლა უნდა დაასრულოთ - ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი", - განაცხადა სალაჰმა.