მსურველთა რაოდენობა იზრდება — დი მარიას ერთდროულად 4 კლუბი უმიზნებს

ცნობილია ის კლუბები, რომლებსაც "პარი სენ ჟერმენის" შემტევი ნახევარმცველის, ანხელ დი მარიას ხელში ჩაგდება სურთ.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, არგენტინელი ზაფხულში პარიზს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.
ასე და ამგვარად, 34 წლის სამხრეთამერიკელისადმი ინტერესს ერთდროულად რამდენიმე კლუბი იჩენს - მაგალითად, "იუვენტუსი" მასთან 1-2 წლიანი კონტრაქტის გაფორმების შესაძლებლობას განიხილავს.
გარდა ამისა, დი მარიასადმი ყურადღებას ესპანეთის ჩემპიონატიდანაც იჩენენ - "ბარსელონა" და "ატლეტიკო".
უფრო მეტიც, ევროპაში არგენტინელს "ბენფიკას" ვარიანტიც აქვს. ანხელმა თავისი ევროპული კარიერა სწორედ ლისაბონურ გუნდში დაიწყო, სადაც 2007 წლიდან 2010 წლამდე ასპარეზობდა და ამ დროის განმავლობაში 119 მატჩი ჩაატარა.