"რეალისტები ვიყოთ, ბარსელონას მაქსიმუმი ლა ლიგაში მე-2 ადგილია", - ხავი

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ხავიმ ესპანეთის ჩემპიონატის მოგების შანსებზე ისაუბრა. 24 აპრილს, ლა ლიგის 21-ე ტურის გადადებულ მატჩში "ბლაუგრანა" "რაიო ვალეკანოს" შეხვდება.
"ბევრი რამ სასწორზეა. ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ვითამაშოთ და ასევე მეორე ადგილისთვის. მოდი ვიყოთ რეალისტები, ლა ლიგის მოგება თითქმის შეუძლებელია".
"ბოლო მატჩებში ჩვენ თავს საუკეთესოდ ვერ ვგრძნობდით. გვინდა სასიამოვნო შეგრძნებების დაბრუნება. ჩვენთვის ეს თამაში არის მეორე ადგილზე დასაყრდენი და ფეხბურთის ხარისხის გაუმჯობესების დიდი შესაძლებლობა".
ჩვენ ველოდებით რთულ მატჩს მუდმივად დაძაბულ მეტოქესთან. მოწინააღმდეგეს ძალიან კარგი და გაბედული მწვრთნელი ჰყავს. ამ თამაშში ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ხასიათი", -განაცხადა ხავიმ.