ავტორიზაცია

"სერია ა-ს ჩემპიონები გახდებიან", - მოურინიომ სკუდეტოს მოგების მთავარი კანდიდატი დაასახელა

"სერია ა-ს ჩემპიონები გახდებიან", - მოურინიომ სკუდეტოს მოგების მთავარი კანდიდატი დაასახელა
თარიღი 24 აპრ 2022, 13:20

ჟოზე მოურინიომ სერია A-ს 34-ე ტურის მატჩი "რომასა" და "ინტერს" შორის (1:3) შეაჯამა. "ინტერი" არის "ინტერი", ისინი საუკეთესო გუნდია სერია A-ში დიდი ფეხბურთელებით".

"მათ შემადგენლობაში ბევრი "ცხოველია" - ამ სიტყვის კარგი გაგებით. იდეალურად უნდა გვეთამაშა, მაგრამ ეს ვერ მოვახერხეთ. კარგად ვითამაშეთ, მაგრამ არა იდეალურად".

"ცხრილის შუა ნაწილიდან ვინმესთაბ რომ გვეთამაშა, აუცილებლად გავიმარჯვებდით. მე მიყვარს "ინტერი", "ინტერს" ვუყვარვარ, მაგრამ მე მინდა ყველა მატჩის მოგება.

"ახლა შემიძლია ვთქვა, რომ "ინტერი" გახდება ჩემპიონი, რადგან ჩვენ უკვე ვითამაშეთ მათთან, ასევე "მილანთან" და "ნაპოლისთან", - განუცხადა DAZN-ს "რომას" მთავარმა მწვრთნელმა.