ავტორიზაცია

დორტმუნდმა ჰოლანდის შემცვლელის ტრანსფერი შეათანხმა, დეტალები ცნობილია

დორტმუნდმა ჰოლანდის შემცვლელის ტრანსფერი შეათანხმა, დეტალები ცნობილია
თარიღი 24 აპრ 2022, 17:45

"ზალცბურგის" თავდამსხმელი, კარიმ ადეიემი "დორტმუნდში" გადადის, იტყობინება ცნობილი გამოცემა Sky Sport-ი.

გავრცელებული ინფორმაციით, ბორუსიელებმა ავსტრიულ კლუბთან 20 წლის ფეხბურთელის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწიეს.

"დორტმუნდი" ადეიემის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს გადაიხდის, დამატებით 6 მილიონი კი ბონუსების სახით იქნება გათვალისწინებული.

თავად ახალგაზრად გერმანელი, რომელიც ერლინგ ჰოლანდის შემცვლელად მოიაზრება, ბორუსიელებთან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და სეზონში ხელფასის სახით 6,5 მილიონს გამოიმუშავებს.

მიმდინარე სეზონში ადეიემიმ ყველა ტურნირზე ერთად 39 მატჩი ჩაატარა, 20 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი პასი გააკეთა.