ორი მთავარი მიზეზი, რის გამოც მბაპე პსჟ-ში დარჩენაზე სერიოზულად ფიქრობს
"პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელს, კილიან მბაპეს ჯერ კიდევ არ მიუღია გადაწყვეტილება, თუ სად გააგრძელებს კარიერას.
როგორც ავტორიტეტული გამოცემა Goal.com-ი იტყობინება, მბაპეს ოჯახის ახლო მეგობარზე დაყრდნობით, ფრანგი თავდამსხმელი საკუთარ მომავალთან დაკავშირებით ღრმა ფიქრებშია.
კილიანს პარიზელებთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება და კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირობა უნდა.
აქამდე, 23 წლის ფრანგმა სუპერვარსკვლავმა "პსჟ"-ს მაისურით ლიგა 1-ში 113-ე გოლი გაიტანა და ზლატან იბრაჰიმოვიჩს გაუთანაბრდა. ედინსონ კავანის რეკორდამდე მას 25 გოლი აშორებს.
მიმდინარე სეზონში მბაპემ ყველა ტურნირზე ერთად 42 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 33 გოლი გაიტანა და 18 შედეგიანი პასი გააკეთა.