ის, რასაც მთელი საფეხბურთო სამყარო ელოდა — მბაპემ საკუთარ მომავალზე კომენტარი გააკეთა

"პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემა არ ისურვა.
"არაფერი შეცვლილა. ახლა სათქმელი არაფერი მაქვს", - ციტირებს 23 წლის სუპერვარსკვლავის სიტყვებს ფრანგული მედია.
როგორც ავტორიტეტული ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო წერს, პარიზელთა თავდამსხმელი ჯერ არც "რეალს" შეთანხმებია და არც "პსჟ"-ს.
მოგეხსენებათ, მბაპეს მოქმედი ხელშეკრულების ვადა ზაფხულში ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება.
მიმდინარე სეზონში კილიანმა "პსჟ"-ს მაისურით 42 მატჩი ჩაატარა, 33 გოლი გაიტანა და 18 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.