"ნავასს ვეთანხმები, სიტუაცია უნდა შეიცვალოს", - დონარუმამ საკუთარ მომავალს ფარდა ახადა
"პარი სენ ჟერმენის" გოლკიპერმა, ჯანლუიჯი დონარუმამ ლიგა 1-ის მოგებასა და საკუთარ მომავალზე განცხადება გააკეთა.
"ჩემპიონატის მეათედ მოგება ჩვენი მიზანი იყო. ვწუხვარ იმის გამო, რაც ჩემპიონთა ლიგაზე მოხდა. "პსჟ"-ში დავრჩები და ჩემპიონთა ლიგის მოგებას ვეცდები".
"ტიტულმა კმაყოფილება მოგვიტანა. ეს წელი ადაპტაციისთვის დამჭირდა, მაგრამ ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, თუ როგორ განვითარდა მოვლენები. სამწუხაროა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ჩვენი შედეგით გულშემატკივრებს იმედები გავუცრუეთ, თუმცა ყველაფრის გამოსწორებას ვეცდებით".
"პსჟ"-ს გულშემატკივრების საქციელის შესახებ, რომლებმაც "ლანსთან" მატჩის მიწურულს პროტესტის ნიშნად სტადიონი დატოვეს
"ძალიან გვეწყინა, რადგან ყოველთვის მხარს გვიჭერდნენ და მე-12 ფეხბურთელი იყვნენ. გვესმის მათი. ჩვენც გვინდა ევროპაში კარგი შედეგების მიღწევა".
კეილორ ნავასთან კონკურენციაზე
"აქ იმისთვის ვარ, რომ პირველი მეკარე ვიყო. როგორც უკვე ვთქვი, ეს წელი ადაპტაციას დასჭირდა. ცვლილებები ადვილი არ ყოფილა, სხვა ენასთან და ადგილობრივ ჩვევებთან შეგუება მომიწია".
"მე და ნავასს შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს, თუმცა, როგორც უკვე თქვა, ეს კონკურენცია არცერთისთვის ყოფილა ადვილი. სიტუაცია აუცილებლად უნდა შეიცვალოს", - თქვა იტალიელმა Sky Sport-თან ინტერვიუში.