ავტორიზაცია

კონტე ტოტენჰემიდან წასვლას აპირებს — ცნობილია გუნდი, რომლის გაწვრთნაც იტალიელს სურს

კონტე ტოტენჰემიდან წასვლას აპირებს — ცნობილია გუნდი, რომლის გაწვრთნაც იტალიელს სურს
თარიღი 25 აპრ 2022, 18:48

როგორც იწერება, "ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე ლონდონური კლუბიდან წასვლას აპირებს.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, იტალიელმა "პსჟ"-ს ხელმძღვანელობას გუნდის ჩაბარების სურვილის შესახებ ამცნო.

Football Italia Le Parisien-ზე დაყრდნობით იუწყება, რომ 52 წლის სპეციალისტმა პარიზელებს 2-წლიანი კონტრაქტის გაფორმება შესთავაზა.

თავის მხრივ, "პსჟ"-ს ხელმძღვანელობამ გუნდის ამჟამინდელ დამრიგებელ მაურისიო პოჩეტინოსთან შეხვედრა გამართა და მხარეები თანამშრომლობის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.

ამავდროულად, საფრანგეთის ჩემპიონებისთვის პრიორიტეტული ვარიანტი კვლავ "რეალის" ექს-თავკაცი, ზინედინ ზიდანია, მიუხედავად იმისა, რომ თავად ზიზუს ეროვნული ნაკრების ჩაბარება უნდა.