კონტე ტოტენჰემიდან წასვლას აპირებს — ცნობილია გუნდი, რომლის გაწვრთნაც იტალიელს სურს
![კონტე ტოტენჰემიდან წასვლას აპირებს — ცნობილია გუნდი, რომლის გაწვრთნაც იტალიელს სურს](http://storage.goal.ge/uploads/posts/9D0UT5JmhLG8foXOpiC73BuktdNa3tla.jpg)
როგორც იწერება, "ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე ლონდონური კლუბიდან წასვლას აპირებს.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, იტალიელმა "პსჟ"-ს ხელმძღვანელობას გუნდის ჩაბარების სურვილის შესახებ ამცნო.
Football Italia Le Parisien-ზე დაყრდნობით იუწყება, რომ 52 წლის სპეციალისტმა პარიზელებს 2-წლიანი კონტრაქტის გაფორმება შესთავაზა.
თავის მხრივ, "პსჟ"-ს ხელმძღვანელობამ გუნდის ამჟამინდელ დამრიგებელ მაურისიო პოჩეტინოსთან შეხვედრა გამართა და მხარეები თანამშრომლობის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.
ამავდროულად, საფრანგეთის ჩემპიონებისთვის პრიორიტეტული ვარიანტი კვლავ "რეალის" ექს-თავკაცი, ზინედინ ზიდანია, მიუხედავად იმისა, რომ თავად ზიზუს ეროვნული ნაკრების ჩაბარება უნდა.