"მას ძალიან ვაფასებთ", - ბარსელონამ დე იონგის თაობაზე მანჩესტერს პასუხი საჯაროდ შეუთვალა
სპორტულ საკითხებში "ბარსელონას" პრეზიდენტის მრჩეველმა, ხორდი კრუიფმა გუნდის ნახევარმცველის, ფრენკი დე იონგის შესახებ ისაუბრა.
როგორც "ლურჯ-ბროწეულისფერთა" დირექტორთა საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა თქვა, კატალონიური გრანდი 24 წლის ჰოლანდიელის გაშვებას არ აპირებს.
მოგეხსენებათ, აქამდე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დე იონგისადმი ინტერესს "მანჩესტერ იუნაიტედი" იჩენს.
"ფრენკის გაყიდვას არ ვაპირებთ. კლუბი მას ძალიან აფასებს", - ციტირებს კრუიფის სიტყვებს Sport.es-ი.
მიმდინარე სეზონში დე იონგმა "ბარსელონას" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 43 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი პასი გააკეთა.