რა გარანტიებს იძლევა და რა გზით ცდილობს პსჟ-ს ხელმძღვანელობა მბაპეს დაყოლიებას?
"პსჟ"-ს ხელმძღვანელობა ცდილობს გუნდის თავდამსხმელი, კილიან მბაპე დაითანხმოს, რომ ამ ზაფხულს "რეალში" გადასვლაზე უარი თქვას.
The Athletic-ის ინფორმაციით, მადრიდული გრანდი 23 წლის ფრანგი სუპერვარსკვლავის მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დამატებაში მაინც დარწმუნებულია.
თუმცა, "პსჟ" კილიანს ძალიან სარფიან მოკლევადიან კონტრაქტს სთავაზობს, აგრეთვე ჰპირდება, რომ "რეალში" გადასვლას მოგვიანებითაც შეძლებს.
პარიზელები მზად არიან მბაპეს 2-3 წელზე გათვლილი ხელშეკრულება გაუფორმონ. მაგრამ მისგან ამ კონტრაქტის ვადის ბოლომდე ამოწურვას არ ელიან.
მიმდინარე სეზონში ახალგაზრდა სუპერვარსკვლავმა, რომელსაც თანამშრომლობის ვადა ზაფხულში ეწურება, ყველა ტურნირზე ერთად "პსჟ"-ს მაისურით 42 მატჩი ჩაატარა, 33 გოლი გაიტანა და 18 ასისტი გააკეთა.