ავტორიზაცია

რა თანხა დაუჯდება ნაპოლის კვარაცხელიას ტრანსფერი? - იტალიური პრესის პასუხი

რა თანხა დაუჯდება ნაპოლის კვარაცხელიას ტრანსფერი? - იტალიური პრესის პასუხი
თარიღი 26 აპრ 2022, 17:06

Corriere dello Sport-მა ბათუმის "დინამოს" გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიში" მოსალოდნელი გადასვლის შესახებ დაწერა. თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ქართველი "პარტენოპეიში" ზაფხულში აღმოჩნდება.

"კვარაცხელია, რომელმაც სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა, "ნაპოლის" დაახლოებით 10 მილიონი ევრო დაუჯდება, რასაც ერთი მილიონი ევროს ოდენობის ბონუსები დაემატება".

"ხელშეკრულება ხუთ წელზეა გათვლილი. მისი ხელფასი 1.5 მილიონი ევრო იქნება და ის შეეცდება, რომ გუნდის გულშემატკივრები ინსინიეს სტილში გააოცოს", - წერს იტალიური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ აჭარელთა ვინგერმა ყაზანის "რუბინთან" კონტრაქტი სრულფასოვნად გაწყვიტა, რაც ნიშნავს იმას, რომ "აძურისგან" თანხას მიიღებს სწორედ მისი ამჟამინდელი კლუბი და არა ყოფილი.

VIDEO: ხვიჩას ისევ გააქვს - კვარაცხელიას ულამაზესი გოლი ტორპედოს კარში